გვერდები



არარეზიდენტებისთვის

 
1. შეუძლია თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ბინის შეძენა?

- უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქვს უფლება შეიძინოს და ფლობდეს უძრავ ქონებას საქართველოში. აღნიშნული უფლება რეგულირდება კანონმდებლობით. 

2. რა პროცედურებია საჭირო უცხოეთის მოქალაქისთვის მეტროსითიში ბინის შესაძენად?

- კომპლექს „მეტროსითი"-ში შესაძენი აპარტამენტის შერჩევის შემდეგ, აპარტამენტის მყიდველი კომპლექსის გაყიდვების დეპარტამენტს აწვდის მის პირად ინფორმაციას (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, ელ-ფოსტა და პირადობის მოწმობის დასკანირებული ასლი). 

- გაყიდვების დეპარტამენტი ამზადებს ყიდვა-გაყიდვის წინარე ხელშეკრულებას და უგზავნისკლიენტს.
 
- მხარეები თანხმდებიან წინარე ხელშეკრულების დადების თარიღზე. ხელშეკრულების ხელმოწერა მყიდველს თავად, ან ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით შეუძლია (ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ბინის შესაძენად საჭიროა ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობა, ნდობით აღჭურვილი პირის პირადობის მოწმობის ასლი და მინდობილობის გამფორმებელი ნოტარიუსის საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, E-MAIL). რეგისტრაციის წინ საჯარო რეესტრის თანამშრომლებლებს უნდა ქონდეთ საშუალება დაუკავშირდენ ნოტარიუსს და გადაამოწმონ საბუთის უტყუარობა).
 
- გამყიდველის და მყიდველის/მისი ნდობით აღჭურვილი პირის მიერ საჯარო რეესტრშისაკუთრებისრეგისტრაცია.
 
- მყიდველის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით გამყიდველისთვის თანხის გადახდა.
 
- მშენებლობის დასრულების შემდეგ, ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების გაფორმება გამყიდველს და მყიდველს შორის. 
 
- ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

3. რომელ ენაზე ფორმდება ხელშეკრულება?

- ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდება 2 ენაზე - ქართულად და ინგლისურად/ თურქულად/რუსულად.      ხელშეკრულებისქართულენოვან  და  ინგლისურენოვან/თურქულენოვან/რუსულენოვან          ეგზემპლარებს  შორის  შეუსაბამობის შემთხვევაში, „ხელშეკრულების" ქართულენოვან ეგზემპლარს ენიჭება უპირატესობა. ხელშეკრულების ინდენტურობაში პასუხისმგებელი თარჯიმნის მონაცემები ინახება საჯარო რეესტრში ხელშეკრულებასთან ერთად.

4. რა გადასახადებს იხდის უცხოეთის მოქალაქე აპარტამენტის შეძენის შემდეგ?

- აპარტამენტის შეძენის შემდეგ, უცხოეთის მოქალაქე ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და ხელშეკრულებით გათვალისწინებული „მომსახურების გადასახადი". 

5. თავისუფლდება თუ არა უცხოეთის მოქალაქე ვიზისგან თუ ის ფლობს უძრავ ქონებას საქართველოში?

უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც ესაჭიროებათ ვიზა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელად/გადასაადგილებლად, არ თავისუფლდებიან ვიზისგან, თუ ისინი ფლობენ უძრავ ქონებას საქართველოში.  იხილეთ იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებს მოკლევადიანი ვიზიტების შემთხვევაში (90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში), საქართველოში უვიზოდ შესვლის უფლება აქვთ.  

6. შეუძლია თუ არა უცხოეთის მოქალაქეს მეტროსითიში ბინის კრედიტით შეძენა?
მეტროსითი გთავაზობთ შიდა სესხს, რომლითაც სარგებლობა შეუძლიათ, როგორც არა-რეზიდენტებს ასევე რეზიდენტებსაც. სესხის პერიოდი შეადგენს 3-დან 5 წლამდე. 

7. აქვთ თუ არა უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში შეძენილი უძრავი ქონების გასხვისების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება?

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეს აქვს უფლება გაასხვისოა ან მემკვიდრეობით გადასცეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.