გვერდები



საკუთრების უფლება

საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლებაა და ის კონსტიტუციის 21-ე და სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლებით რეგულირდება:

„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად არის მიჩნეული. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია საქართველოს კონსტიტუციით. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება (გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებისა, გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას, სათანადო ანაზღაურებით). საკუთრების უფლება გულისხმობს მესაკუთრის მიერ ქონების თავისუფლად და კანონის ფარგლებში სარგებლობასა და ფლობას. სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით."

აღნიშნული უფლება ვრცელდება როგორც საქართველოს, ასევე ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე.