პროექტები



სასტუმრო

კომპლექსში შედის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ″Euphoria ″, სასტუმროში განთავსებულია 415 სხვადასხვა ტიპის ნომერი . კომპლექსი ასევე მოიცავს გასართობ და სავაჭრო ცენტრ ″მეტროსითი ფორუმს ″, სასტუმროს ექნება კერძო სანაპირო ზოლი ოქროს ქვშითა და იახტ კლუბით .

Euphoria Hotel

ხარისხიანი და სწრაფი მშენებლობა.
კომპლექსის მშენებლობა დასრულდება 2016 წლის ივლისში ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით. სასტუმროებსა და რეზიდენციებს გააჩნია სრული ინფრასტრუქტურა, რომელშიც ინტეგრირებულია პანორამული რესტორნები სახურავზე და შენობაში, კაზინო, სპა ცენტრი, აუზი, ტერასები, ქიმწმენდა, სავაჭრო ცენტრი, კვების ობიექტები, სპორტკლუბი, კინოთეატრი, ბოულინგ ცენტრი, ა ლა კარტე რესტორნები, სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის, ღია აუზი, რომელიც განკუთვნილი იქნება მხოლოდ რეზიდენციაში მცხოვრები პირებისათვის, ასევე ოქროს ქვიშისაგან დამზადებული დახურული სანაპირო, რომლითაც რეზიდენტები თავისუფლად შესძლებენ სარეგებლობას. რეზიდენტები ასევე შესძლებენ ისარგელონ დამატებითი მომსახურებებით, როგორიცაა 1500 კაციანი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც ყველაზე დიდია ამიერკავკასიაში. რეზიდენციაში მცხოვრებ პირებს კომპანია სთავაზობს საექსპლოატაციო პირობების ფართო მომსახურებას.

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს ახალ ბულვარში, სადაც ჰარმონიულად შერწყმულია საბავშვო გასართობი მოედნები, მოცეკვავე შადრევნები, საუცხოო ქანდაკებები, საველოსიპედო ბილიკი, ღამის კლუბები და რესტორნები.