გვერდები



ბათუმის შესახებ



საქართველოს ულამაზესი და შავი ზღვის პირეთის გამორჩეული ქალაქი ბათუმი გთავაზობთ ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული არქიტექტურული იერის მქონე შენობების სიმარავლეს და საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს. ბათუმს თავისი სუბტროპიკული კლიმატი, ზღვის თბილი ჰავა, საზღვაო კურორტების ინფრასტრუქტურა,ზღვის და მთის კომბინაცია უნიკალურ თვისებებს სძენს.
იგი ასევე გამოირჩევა კურორტისათვის საუკეთესო ტურისტული რესურსებით, როგორიცაა სამთო-სათხილამურო, საკრუიზო ტურიზმი, სათამაშო ტურიზმი, MICE ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, სოფლად ტურიზმი, ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი, ეკო ტურიზმი, საზღვაო ტურიზმი.
ბოლო წლების განმავლობაში ბათუმს სტუმრობდნენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, როგორებიც არიან პლაჩიდო დომინგო, ხოსე კარერასი, ანდრეა ბოჩელი, კრის ბოტი, სტინგი, მიშელ ლეგრანი, ენრიკე ეგლესიასი, ა.შ.